ქვეყანას მძიმე რეპუტაციული ზიანი მიაყენეთ, ამ ფასს აუცილებლად გადაიხდით - ბოჭორიშვილი ოპოზიციას

12.12.23 15:48
ქვეყანას მძიმე რეპუტაციული ზიანი მიაყენეთ, ამ ფასს აუცილებლად გადაიხდით - ბოჭორიშვილი ოპოზიციას

"ოცნების" წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისას საბოტაჟში დაადანაშაულა.

ბოჭორიშვილმა ოპოზიციონერებს მიმართა და უთხრა, რომ რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის ფასს აუცილებლად გადაიხდიან.

„ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე მოგვიწია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და კიდევ ერთხელ ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა და გადავლახოთ სირთულეები.

თქვენ საქართველოს დააკარგვინეთ დრო და მიაყენეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ზიანი, რომელსაც ანაზღაურება სჭირდება, ანაზღაურებას - ფასის გადახდა და თქვენ ამ ფასს აუცილებლად გადაიხდით",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა

მსგავსი სიახლეები