რუსეთის სამსახურში მყოფმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ჭიპლარით მიაერთა - საბა ბუაძე

12.12.23 16:08
რუსეთის სამსახურში მყოფმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ჭიპლარით მიაერთა - საბა ბუაძე

გაძვირებული საწვავი - ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ "ოცნებამ" საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ჭიპლარით მიაერთა, რამაც ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა. მისი თქმით, ხელისუფლების პროპაგანა, თითქოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ქვეყნის კეთილდღეობითვის კეთდებოდა, სიცრუე აღმოჩნდა. 

რუსეთის სამსახურში მყოფმა ხელისუფლებამ საქართველო და საქართველოს ეკონომიკა ჭიპლარით მიაერთა რუსულ ეკონომიკაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზრდილია საფრთხეები როგორც ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით, ისე ბევრი სხვა თვალსაზრისით და ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ცხოვრების გაურესებაში. მათ შორის, გარიკვა, რომ სრული ტყუილია ის ყველაფერი, რასაც პრემიერის თამადობით "ქართული ოცნება" გვპირდებოდა, თითქოს რუსეთზე ეკონომიკური და სავაჭრო დამოკიდებულება კეთდებოდა იმისთვის, რომ გაიაფებულიყო ჩვენი ცხოვრება, - ამბობს ბუაძე. 

საქართველო ბენზინის გაძვირების მოლოდინშია. რუსეთმა ქვეყანას შეღვათიანი ტარიფით ბენზინის და დიზელის მიწოდება შეუწყვიტა, რის გამოც ნავთობკომპანიები მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. 

მსგავსი სიახლეები