დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, ეს მიუთითებს, რომ ბატონი მინისტრი კარგად მუშაობს - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი ამილახვარის მუშაობით კმაყოფილია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის" პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზეგანაცხადა, განათლების მინისტრისა და სამინისტროს წინააღმდეგ "მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს".
ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდება ძალიან ინტენსიურად, მე მინდა ასევე გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში, შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყოველ დღე, მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს სამინისტროს წინააღმდეგ, მინისტრის წინააღმდეგ, ეს რაზე მიუთითებს მეგობრებო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს და სწორ საქმეს აკეთებს და რა თქმა უნდა, ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარსა და მის გუნდს და ვუსურვო წარმატებები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“