გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, საქართველოში დიდი ცვლილებები მოიტანოს - კუბილიუსი

12.12.23 17:02
გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, საქართველოში დიდი ცვლილებები მოიტანოს - კუბილიუსი

"საქართველოს ძალიან მკაფიო დათქმები მისცეს, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასეთი პირობა კონკრეტულად საქართველოს დაუწესეს, უკრაინას და მოლდოვას არა," - ამ განცხადებას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "პირველებთან" ინტერვიუში აკეთებს.

როგორც კუბილიუსი ამბობს, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს დარღვევები გამოიკვეთა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სახელისუფლებო ძალის მხრიდან, შესაბამისად, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საჭიროება დღის წესრიგში დგას. 

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, საქართველოს დასამტკიცებელი აქვს, რომ დემოკრატიული ქვეყანაა.

ეს იმიტომ, რომ წინა არჩევნებზე გამოვლინდა ბევრი დარღვევა, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და ასე მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგებზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, საქართველოში დიდი ცვლილებები მოიტანოს. ახლა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის აუცილებლობა დგას, არჩევნების დღეს დაკვირვება საკმარისი არ არის. გამჭვირვალე არჩევნები არის დემოკრატიის წინაპირობა და დემოკრატიის არსებობა საქართველოში ჯერ კიდევ დასამტკიცებელია,“ - ამბობს კუბილიუსი.

ევროდეპუტატები "პირველებთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირისთვის წითელი ხაზია - "თუ არჩევანი არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, არ იქნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები".

ისტორიული გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე ოპოზიცია სტრასბურგში შეხვედრებს იწყებს. პარტია "ლელოს" ლიდერები მოლაპარაკებებს ევროპარლამენტარებთან და ევროპული სტრუქტურების ლიდერებთან გამართავენ. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და გადამწყვეტი არჩევნები იქნება.

მსგავსი სიახლეები