სადამკვირვებლო მისიები იქნება არჩევნებამდე, რადგან გაყალბება "ოცნებამ" უკვე დაიწყო - ხაზარაძე
ისტორიული გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე ოპოზიცია სტრასბურგში შეხვედრებს იწყებს. პარტია "ლელოს" ლიდერები მოლაპარაკებებს ევროპარლამენტარებთან და ევროპული სტრუქტურების ლიდერებთან გამართავენ.
მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და გადამწყვეტი არჩევნები იქნება. პარტიის წევრები ამ ფორმით აგრძელებენ კანდიდატის სტატუსის ლობირებას.
მამუკა ხაზარაძის თქმით, აუცილებელია გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ვიზიტი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ხელისუფლებას ემსახურება, ყველამ იცის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ქართული პოლიტიკა, ისინი არ ემსახურებიან ქართველ ხალხს და ეს იცის ყველამ - აშშ-შიც, ევროკავშირშიც და ა.შ. მათ ძალიან კარგად იციან ამავე დროს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ყველა სიკეთეს, ქართველი ხალხი, რომელიც არის ამ ბრძოლის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში და ამიტომ, თუ რამე სტატუსს მიიღებს ქვეყანა და იმედია, რომ ამას ჩვენ მივიღებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, ქართველი ხალხის დამსახურება და არა ქართული ოცნების, რომელიც ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან შორს არის ამ სტანდარტების შესრულებისგან, შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა რეალურად გახდეს ევროკავშირის წევრი და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მატარებელი, არის რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ მისიები იქნება არჩევნებამდე. მსგავსი დაპირება ჩვენ მივიღეთ ჩემი აშშ-ში ვიზიტის დროს კონგრესმენებისა და სენატორებისგან, მსგავსი დაპირება ჩვენ აქედან მივიღეთ, იმიტომ, რომ არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, არჩევნების გაყალბება "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაიწყო,“ - ამბობს ხაზარაძე.
როგორც "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, ევროპარლამენტში სრული თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია დააკვირდეს.
ევროპულ პარლამენტში არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, კრიტიკული მნიშვნელობის არჩევნები, რომელიც განაპირობებს საქართველოს ბედს მრავალი წლის განმავლობაში, ამიტომაც არსებობს მრავალპარტიული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ არჩევნებს დააკვირდება ევროპარლამენტის მისია და დააკვირდება არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ წინარე პერიოდში, როდესაც როგორც ყველა იცის, საქართველოში არჩევნები ყალბდება ხოლმე,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“