"ოცნება" განათლების სიტემაში არსებული მძიმე პრობლემების გადაფარვას ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებით ცდილობს - ექსპერტები
განათლების ექსპერტები პრემიერის განცახადებას, რომ ნაცმოძრაობის დროს გატარებული რეფორმები ეროვნული იდენტობის შეცვლას ემსახურებოდა, სერიოზულად ვერ აღიქვამენ.
შალვა ტაბატაძე პირდაპირ ამბობს, რომ 2004-1008 წელს გატარებული რეფორმები განათლების სისტემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ ეს რეფორმები შეწყდა და დღის წესრიგშიპარტიული პოლიტიკა დადგა,
დამოუკიდებლობის შემდგომ თუ რამე განხორციელებულა საგანმანათლებლო რეფორმებში, ეს იყო 2004-2008 წლის პერიოდი, როდესაც თუ რაიმე პოზიტირუი რეფორმა შეიძლებოდა ყოფილიყო განხორციელებული, დაიყო და მთელი პრობლემა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის იყო ის, რომ 2008 წლიდან ეს რეფორმები აღარ გაგრძელდა და პარტიული პოლიტიკა დადგა დღის წესრიგში. ვისურვებდი, რომ 2004-2008 წელს თავისი ხარვეზებით, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ყველა რეფორმას ხარვეზი ახლავს, დაწყებული რეფორმები გაგრძელებულიყო, - ამბობს შალვა ტაბატაძე.
ექსპერტი მარიამ რამინაშვილი კი ამბობს, რომ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა განათლების სისტემაში ახალი ეტაპი შეიტანეს. სწორედ ამ რეფორმამ მოსპო ქვეყანაში კორუფცია და ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში აღმოაჩინა. მისი თქმით, "ოცნება" განათლების სიტემაში არსებული მძიმე პრობლემების გააფარვას ახლა ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების კეთებით ცდილობს.
ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ახალი ეტაპი დაიწყო განათლების სისტემაში. მაშინ, ფაქტობრივად, დაამარცხა კორუფცია და თანაბარ სიატუაციაში აღმოაჩინა ყველა აბიტურიენტი მიუხედავად იმისა, როგორი ეკონომიკური შესაძლებლობის ოჯახიდან იყო. "ქართული ოცნება" ცდილობს, ყველანაირად დაკნინოს ყველა ის მიღწევა, რომელიც არსებობს უახლესი საქართველოს ისტორიაში და მაქსიმალურად ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების კეთებით განათლების სისტემაში არსებული უაღრესად მძიმე მდგომარეობა გადაფაროს, - ამბობს მარიამ რამინაშვილი.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“