პრეზიდენტის დაანონსებული დიდი შეხვედრა - რა ფორმით შეუერთდება სააკაშვილი კამპანია "შენი ხმა ევროპას"
რა ფორმით შეუერთდება სააკაშვილი კამპანია "შენი ხმა ევროპას" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი წერილის გამოქვეყნება.
"ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია, რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა"- ამბობს ბეჟაშვილი.
ჩვენი წარმომადგენელი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მიიღებს ამ მიღებაში მონაწილეობას. მათ შორის ვგეგმავთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი წერილით და მხარდამჭერი პოზიცია გამოხატოს ამ აქციასთან დაკავშირებით.
ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია, რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა... მნიშვნელოვანია, ერთიანობის დემონსტრირება. კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" დამსახურება ვერ იქნება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელის შეშლა გვახსოვს "ქართული ოცნების" მხრიდან. ნიკა გვარამიას დაკავება, რუსული კანონის მიღება, ომის რიტორიკა და ომის დაბრალების რიტორიკა ევროკავშირისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა ერთი თვის წინ მიიღეს რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ გეოპოლიტიკური მოტივებით და ქართველი ხალხის დამსახურებით"- განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი კამპანია "შენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხვალ, 13 დეკემბერს, 20:00 საათზე ათონელის რეზიდენციაში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ზურაბიშვილი მოქმედ და ყოფილ პრემიერებს და საგარეო მინისტრებს შეხვედრაზე იწვევს.
მეხუთე პრეზიდენტმა კამპანია "შენი ხმა ევროპას" 8 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო პარასკევს, 15 დეკემბერს გამოაცხადებს.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“