გადამწყვეტი ორი დღე საქართველოსთვის - "პირველები" ევროპარლამენტიდან

12.12.23 20:10
გადამწყვეტი ორი დღე საქართველოსთვის - "პირველები" ევროპარლამენტიდან

მოვლენების ეპიცენტრი ახლა ევროპარლამენტია. საქართველო  სრულ მხარდაჭერას იღებს. ევროპული საბჭოს გადამწყვეტი შეხვედრის წინ, ევროპარლამენტი უმნიშვნელოვანესი  რეზოლუციის მისაღებად ემზადება, სადაც წერია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ჩართვას გეოპოლიტიკურ მნიშვნელობა აქვს. როდესაც ავსტრია და უნგრეთი გაფართოების წინააღმდეგები არიან, ამ ფონზე ამ დოკუმენტს დიდი წონა უნდა ჰქონდეს. რეზოლუციის პროექტი უკვე ევროპარლამენტშია. 

ამ ფონზე კი ევროპარლამენტარებთან დილიდან მოლაპარაკებების ოპოზიციის ლიდერს აქვთ. მამუკა ხაზარაძე გავლენიან ევროდეპუტატებს  ხვდება., თემა ორია- გაიგოს ევროპამ ქართველი ხალხის ხმა და მიიღოს სტატუსი და მეორე ,ევროკავშირი  გამადადიდებელი შუშით დააკვირდეს არჩევენებს. პირველი შედეგი უკვე ცნობილია. ევროდეპუტატები ამბობენ, საქართველოს მომავალი  20-24 ის  არჩევნებზე გადის ამიტომ დაკვირვების ქვეშ იქნება არა მხოლოდ არჩევნების დღე არამედ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი. 

ევროპარლამენტში სადაც ახლა სესია მიდის, მუშაობს პირველების რეპორტიორი ინა ცარციძე. კავშირზე გამოდის სტრასბურგი. 

გადამწყვეტი ორი დღე საქართველოსთვის -ინა ცარციძე ევროპარლამენტიდან

მსგავსი სიახლეები