"ოცნების" ბოიკოტი პრეზიდენტს - ვინ დათანხმდა და ვინ თქვა უარი ორბელიანების სასახლეში მიწვევაზე
ზუსტად 24 საათში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკური მოვლენების ცენტრად იქცევა. სალომე ზურაბიშვილი კარს უხსნის ყველას, ვისთვისაც ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. შეხვედრაზე მიწვეულები არიან პრეზიდენტები, პარლამენტის თავმჯდომარეები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ისტორიულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთიანობის დემონსტრირება თბილისიდან ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება.
თუმცა ამ ერთიანობის მონაწილე არ იქნება საქართველოს ხელისუფლება. პეტიცია ევროკავშირში "ქართული ოცნების" ხელმოწერის გარეშე გაიგზავნება. მთავრობა და საპარალამენტო გუნდი, რომლებმაც პრეზიდენტი პერსონა ნონგრატად გამოაცხადეს, პოლიტიკურ შურისძიებაზე უარს არც ახლა ამბობენ. ათონელის რეზიდენციაში არ მივა პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი. ბოიკოტი პრეზიდენტის წინააღმდეგ უკვე გამოცხადებულია.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“