"ოცნება": რუსები არ ვართ - დებატები პარლამენტში
გეგმავს თუ არა "ქართული ოცნება" ისევ რუსულ კანონს დაუბრუნდეს? - "დასავლეთის აგენტების" გამოვლენა ხელისუფლებისთვის ისევ აქტუალური ხდება. რაც აჩენს განცდას, რომ მმართველი გუნდი მეორე წრეზე გეგმავს წასვლას.
"აბა გაბედეთ" - ეს იყო დღეს ოპოზიციის პასუხი, რომელმაც "ოცნების" გზავნილებში რეალური საფრთხე დაინახა. სწორედ რუსეთი და რუსული გავლენები იყო დაპირისპირების მთავარი თემა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე. რუსებად მოხსენიება ოცნებას წონასწორობას აკარგვინებს.
ოპოზიციის მწვავე კითხვებს მმართველი გუნდი თავდასხმებით პასუხობდა. რატომ არ იღებს პარლამენტი რეზოლუციებს, რითაც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას დაგმობს.რატომ არ მუშაობს ტატუნაშვილი ოთხოზორიას სია - ამ კითხვებზე ოცნებას მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა - ეს არის ოპოზიციის მილიტარისტული გეგმა, რომელიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებს. ხელისუფლების სტრატეგია უცვლელია, როდესაც სათქმელი არაფერი აქვთ მშვიდობით მანიპულაციაა ერთადერთი გამოსავალი.
გეგმავს თუ არა "ქართული ოცნება" ისევ რუსულ კანონს დაუბრუნდეს? - დეტალები, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“