რუსული საწვავის ტყვეობაში
რუსული საწვავის ტყვეობაში და სრული კოლაფსის მოლოდინში - ქვეყანა რუსეთიდან დაბალ ფასში საწვავს აღარ მიიღებს. ასეთია ოკუპანტის გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე გაზრდილი ღირებულება გამოჩნდება. არადა, როდესაც მთავრობამ რუსეთი მთავარ მომწოდებლად აქცია და ქართული ბაზარი სრულად რუსულს მიაბა, ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ მიზეზი დაბალი ფასი იყო. ახლა ოკუპანტმა ფასები გაზარდა, მაგრამ მთავრობის მეთაური დუმს.
თუმცა საქმე კიდევ უფრო რთულად არის. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ეტაპ-ეტაპ ყველა ბერკეტი მისცა, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტმა ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს. ამის მწარე გამოცდილება საქართველოს ბევრჯერ ჰქონია. თუ პუტინი მოისურვებს ერთ დღესაც შესაძლოა, საწვავის მოწოდებაზე საერთოდ უარი თქვას. ოცნების ხელისუფლებას კი ამ მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებლად წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და არცერთი ალტერნატიული ბაზარი არ აუთვისებია.
რუსული საწვავის ტყვეობაში - ვრცლად, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“