პიროტექნიკის უკონტროლო ბაზარი - 10 წლის ბავშვის მდგომარეობა რთულია

12.12.23 20:36
პიროტექნიკის უკონტროლო ბაზარი - 10 წლის ბავშვის მდგომარეობა რთულია

10 წლის ბავშვის მდგომარეობა რთულია. არსებული ინფორმაციით, მოზარდს პიროტექნიკა ბენზინით სავსე ავზში ჩაუვარდა და ის უმძიმესი დაზიანებებით ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დამწვრობის ცენტრი  მუშაობის  საგანგებო რეჟიმზე გადადის,  თუმცა ეს გამოსავალი არ არის. პიროტექნიკა თავისუფლად იყიდება და საშიში პროდუქტით ვაჭრობაზე პრაქტიკულად არანაირი კონტროლი არ არის. 

"ლელოს" უკვე 9 თევა პიროტექნიკის გაყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი აქვს დარეგისტრირებული, თუმცა უმრავლესობა ამ ინიციატივას მხოლოდ იმის გამო არ იხილავს, რომ ის ოპოზიციის მიერ არის წარდგენილი.
 

მსგავსი სიახლეები