რაც უფრო გაყალბებულია ისტორია, მართვადია მასები და ეს უნდათ, გააკეთონ ქართულ სკოლებში - ირმა გორდელაძე
„მინდა ვუთხრა ღარიბაშვილს, კობახიძეს, მას, ვინც ხელისუფლებაშია მოსული, რომ იდენტობას, ქართველობას, პატრიოტიზმს, ღირსებას საუკუნეებია გვართმევს რუსეთი თქვენი დახმარებით,“ - ამ სიტყვებით მიმართავს მასწავლებელი ირმა გორდელაძე პრემიერის დღევანდელ განცხადებას ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.
ირმა გორდელაძე საუბრობს შეცვლილ სახელმძღვანელოებზე, სადაც საქართველოს ისტორიას მოსწავლეებს საფუძვლიანად არ ასწავლიან - "რაც უფრო გაყალბებულია ისტორია, მართვადია მასები და ეს უნდათ, გააკეთონ ქართულ სკოლებში".
რუსულ წისქვილზე რომ ფქვავენ ესენი, ამას ახლავე დავამტკიცებ... პრობლემა რაშია იცით, მე მაქვს შენახული სახელმძღვანელოები როგორ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია და როგორ ისწავლება 12 წელია მათი ხელისუფლების დროს - ახლა გაახსენდათ განათლება? ეს არის წინასაარჩევნო უნიჭო მიზეზი, ვითომ ახალგაზრდებზე ზრუნვა, სინამდვილეში აქ დევს უფრო საშიში რამ - რუსული სცენარი.
დავამტკიცებ, რომ ეს რუსული სცენარია - იმპერიული წარსულის განდიდება, წყარო არის ოქსფორდის უნივერსიტეტი, აქცენტი პეტრე დიდის ტერიტორიის გაფართოებაზე... გოლოდომორის გენოციდის მინიმიზება... ისტორიული ფაქტების გაყალბება, ისტორიის სახელმძღვანელოების გადაწერა.
ახლა პარალელი გავავლოთ ჩვენზე - მე მაქვს 10-12 წლის სახელმძღვანელოები შენახული, სადაც ისწავლებოდა თერგდალეულები, ილია, ისწავლებოდა საქართველოს აჯანყებები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ - არ ისწავლება, მინიმალიზებულია, თერგდალეულები.ქართველი არის თავისუფლებისმოყვარე, განათლების და პროგრესის მოყვარე, არასოდეს არ იქნება რუსეთის მონა. იდენტობას, პატრიოტიზმს, სამშობლოს, ღირსებას გვართმევდა და ცდილობს წაგვართვას რუსეთის იმპერიამ დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით, ეს არ უნდა დავუშვათ, მთლად რომ დამატოვებინონ მე სამსახური, მე ყველაფრისთვის მზად ვაარ, ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს - ეს ხელისუფლება არის მოღალატე და რა საფარველიც დევს დღევანდელ განაცხადში, იმ მარტის აქციებზე საშიშია და ხალხმა არ უნდა დაუშვას, ეს არის ისტორიული ღალატი,“ - ამბობს ირმა გორდელაძე.
დღეს შტურმი ღარიბაშვილმა 2004 წელს გატარებულ რეფორმებზე მიიტანა. განათლების სისტემაში არსებული ჩავარდნების გადაფარვას "ოცნება" ყოფილ ხელისუფლებაზე თავდასხმით ცდილობს.
"ქართველობის წართმევის და დნმ-ის შეცვლის მცდელობა" - ასე აფასებს პრემიერი იმ ცვლილებებს, რომელმაც აბიტურიენტებს საკუთარი ცოდნით უნივერსიტეტებში ჩაბარების საშუალება მისცა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“