თოვის და ქარბუქის გამო, გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.