ვიმედოვნებთ, ლიდერები დაადასტურებენ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას - ვარჰეი
"ეს არის გადამწყვეტი წელი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის და მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით არა მხოლოდ საბჭოსთვის წინადადების წარდგენა, არამედ ასევე გადაწყვეტილებები იქნა მიღებული", - ამ განცხადებას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აკეთებს.
ვარჰეის თქმით, საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მიიღეს, არის ფუნდამენტური გაფართოების პოლიტიკის ნებისმიერი პროგრესისთვის, ასევე, გაფართოების წინსვლისთვის.
ვფიქრობ, საბჭოს დასკვნამ დიდწილად დაადასტურა ყოვლისმომცმველი ანგარიში, რომელიც წარვუდგინეთ საბჭოს 10 კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით. პირველად ჩვენ გვაქვს 10 ქვეყანა, რომელთა შესახებაც ანგარიში მოვამზადეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ანგარიშები და რეკომენდაციები ქვეყნების დამსახურებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო საბჭოს მიერ. ვფიქრობ, ეს ასევე აჩვენებს, რომ სამუშაო, რომელიც შესრულდა საბჭოსთან ერთად, შედეგებს იღებს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იქნება ეს ასახული ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ყველა ველოდებით ამ კვირაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ასევე შეთანხმდებიან, რაც იქნება ძლიერი გზავნილი, რომელიც დაადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“