გადამწყვეტი დებატები ევროპარლეამენტში - EU რეზოლუციის მისაღებად ემზადება

13.12.23 11:29
გადამწყვეტი დებატები ევროპარლეამენტში - EU რეზოლუციის მისაღებად ემზადება

გადამწყვეტი დებატები ევროპარლამენტში - ერთ საათში ევროდეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც მათ შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში ევროპარლამენტარები მხარს საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობას უჭერენ და ამბობენ, რომ საქართველოს უკრაინის და მოლდოვას გაწევრიანება რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას მათი მომავლის შესახებ. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან ძალიან მოწადინებული დაუახლოვდნენ ევროკავსირში ინტეგრაციას. საქართველოში სურათი შემდეგნაირია: 80% უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის უმაღლესი მაჩვენებლი, მათ შორის, ევროკავშირში მყოფ სახელმწიფოებშიც კი. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მათი მომავალი. ევროკავშირი ყოველთვის ამბობს, რომ ამ არჩევანს პატიცი ვცეთ. ჩვენ უნდა გვქონეს ღია კარის პოლიტიკა. მთავარია, შესრულდეს ე.წ. კოპენჰაგენი წესი, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირი არის დემოკრატიის, თავისუფლების და სტაბილურობის პროექტი, - ამბობს მარინა კალიურანდი. 

უკვე მეორე დღეა კი სტრასბურგში ევროდეპუტატებს ქართული ოპოზიცია ხვდება. "სტატუსს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს ხმა ბრიუსელმა უნდა გაიგოს," - უთხრა მამუკა ხაზრაძემ იმ პოლიტიკოსებს, ვინც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებენ.

მამუკა ხაზარაძე უნგრეთის წინააღმეგობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ორბანი თავისი გადაწყვეტილებით, რეალურად მხარს არა უკრაინის და საქართელოს, არამედ რუსეთს უჭერს. 

საქართველო დღეს არის გზაჯვარედინზე და ამ გზაჯვარედინის უმნიშვნელოვანესი წერტილი, სადაც ჩენ უნდა შევიესთ როგორც ქვეყანა, არის ევროკავშირში გაერთიანება. რიტორიკა, რომელიც თავს მოგვახვია "ქართულმა ოცნებამ", "ომი გინდათ სტატუსით და პროპაგანდით" , რომ თითქოს მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ და ა.შ. მემგონი, ქართველი ხალხისთვის ნათელი გახდა, რომ ეს არის პროპაგანდა, რომ ეს არის ფსბ-ს და რუსული პროპაგანდა, რომელიც ეწინააღმეგება ქართველი ხალხის ინტერესს. ორბანი და უნგრეთი ბლოკავს უკრაინის მხარდაჭერას ა პრაქტიკულად, ბლოკავს საქართველოს გაწევრიანებას და სტატუსის მიღებს პროცესს. ერთი მხრივ, თიტქოს ამბობს, რომ მე ვარ თქვენი მეგობარი, მაგრამ მხარს უჭერს ამ გადაწყვეილებით რუსეთს, მის აგრესიას და ბლოკავს უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას და პრაქტიკულად, აჩერებს ისტორიულ პროცესს. ეს უნდა ითქვას ხმამაღლა. სწორედ ასეთი ადამიანის მეგობარია ჩვენი ხელისუფლება,ა მიტომ ეს ზღაპრები, რომ ჩვენ უნგრეთი მხარში გვიდგას, ჩვენ გვიდგას ყველა ემოკრატიული ქვეყანა მხარში, რომელიც ღიად აფისქირებს მხარდაჭერას უკრიანის მიმართ და ასევე, ღიად აფიქსირებს მხარადჭერას საქართელოს მიმართ, - აცხადებს ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები