"ოცნების" მეგობარი ორბანი, თავისი გადაწყვეტილებით, რეალურად, მხარს რუსეთს უჭერს - ხაზარაძე

13.12.23 11:37
"ოცნების" მეგობარი ორბანი, თავისი გადაწყვეტილებით, რეალურად, მხარს რუსეთს უჭერს - ხაზარაძე

ისტორიულ გადაწყვეტილებამე 2 დღით ადრე "ლელოს" ლიერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლება პრორუსუსლ პროპაგანდას აწარმოებს. მისი თქმით, "ოცნება" მეგობრად აღიარებს უნგრეთს, რომლის პრემიერიც თავისი გადაწყვეტილებით მხარს რეალურად, არა საქართველოს, არამედ რუსეთს უჭერს. 

საქართველო დღეს არის გზაჯვარედინზე და ამ გზაჯვარედინის უმნიშვნელოვანესი წერტილი, სადაც ჩვენ უნდა შევიდეთ როგორც ქვეყანა, არის ევროკავშირში გაერთიანება. რიტორიკა, რომელიც თავს მოგვახვია "ქართულმა ოცნებამ", "ომი გინდათ სტატუსით და პროპაგანდით" , რომ თითქოს მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ და ა.შ. მემგონი, ქართველი ხალხისთვის ნათელი გახდა, რომ ეს არის პროპაგანდა, რომ ეს არის ფსბ-ს და რუსული პროპაგანდა, რომელიც ეწინააღმეგება ქართველი ხალხის ინტერესს. ორბანი და უნგრეთი ბლოკავს უკრაინის მხარდაჭერას და პრაქტიკულად, ბლოკავს საქართველოს გაწევრიანებას და სტატუსის მიღებს პროცესს. ერთი მხრივ, თითქოს ამბობს, რომ მე ვარ თქვენი მეგობარი, მაგრამ მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებით რუსეთს, მის აგრესიას და ბლოკავს უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას და პრაქტიკულად, აჩერებს ისტორიულ პროცესს. ეს უნდა ითქვას ხმამაღლა. სწორედ ასეთი ადამიანის მეგობარია ჩვენი ხელისუფლება, ამიტომ ეს ზღაპრები, რომ ჩვენ უნგრეთი მხარში გვიდგას, ჩვენ გვიდგას ყველა დემოკრატიული ქვეყანა მხარში, რომელიც ღიად აფისქირებს მხარდაჭერას უკრიანის მიმართ და ასევე, ღიად აფიქსირებს მხარადჭერას საქართველოს მიმართ, - აცხადებს ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები