თუ უკრაინის შემთხვევაში პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოსა და მოდლოვას შემთხვევაშიც - კალიურანდი

13.12.23 11:54
თუ უკრაინის შემთხვევაში პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოსა და მოდლოვას შემთხვევაშიც - კალიურანდი

ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე ევროპარლამენტარებს პროგნოზის გაკეთება ისევ უჭირთ. ევროდეპუტატები ამბობენ, რომ არ იციან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებით.

მარინა კალიურანდი პირდაპირ ამბობს, რომ თუ უკრაინის შემთხვევაში გააწყვეტილება უარყოფითი იქნება, სამართლიანი იქნება, რომ ანალოგიური გააწყვეტილება იქნეს მიღებული საქართველოსა და მოლდოვასთან იმართებაშიც.

რთულია, თითქმის შეუძლებელია, იწინასწარმეტყველო, რა მოხდება 2 დღის შემდეგ ევროპულ საბჭოში. ვფიქრობ, სამართლიანია, როდესაც სამივე ქვეყანა ერთადა მოიაზრება. თუ უკრაინის შემთხვევაში პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოსა და მოდლოვას შემთხვევაშიც. წინააღმეგ შემთხვევაში, ეს სამართლიანი არ იქნება, რადგან უნდა გაგვახსენდეს, რატომ დავიწყეთ საუბარი გაფართოებაზე. უკრაინის ომის გარეშე ამ საკითხზე არც კი ვისაუბრებდით. ეს არის რეალობა. იმედი მაქვს, მწვანე შუქს სამივე ქვეყანას აუნთებენ, - ამბობს კალიურანდი.

 

ამასთან, ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ  მნიშვნელოვანია, საქართველომ 9 დათქმა ზედმიწევნით შეასრულოს. მისი თქმით, საქართველოშ პოლარიზაცია ჯერ კიევ არსებობს, რომლის დასაძლევადაც არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ნაბიჯებს არ დგამს. 

ცხრავე პირობა საქართველოსთვის არის თანაბრად მნიშვნელოვანი. ევროკომისიამ ეს ძალიან მკაფიოდ თქვა. ეს არის ის დარგები, სადაც საქართველომ უნდა განიცადის პროგრესი. ეს არის თქვენი ქვეყნის მომავალი, თუ გინდათ, რომ იყოთ ამ კლუბის წევრი. რაც შეეხება პოლიტიკოსების როლს, რთულია წახვიდე უფრო შორს. პოლარიზაცია, რომელიც თქვენს ქვეყანაშია და პოლარიზაცია, რომელიც თქვენს ქვეყანაში სულ იყო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პოლიტიკურმა პარტიებმა დაუშვეს უდიდესი შეცდომა, როცა არ შევიდნენ პარლამენტში. მათ მიიღეს მანდატი საკუთარი ამომრჩევლისგან. "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი შეცდომები იყო ორივე მხრიდან. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სურვილს, რომ გადალახონ პოლარიზაცია. პოლარიზაცია არის პოლიტიკურ გარემოში, პოლარიზაცია არის მედიაში. თქვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული თუ არ ისწავლით, რომ ითანამშრომლოთ სხვებთან და თუ არ ისწავლით, რომ მოუსმინოთ სხვებს, - ამბობს მარინა კალიურანდი. 

მსგავსი სიახლეები