"ოცნების" რუსულ დნმ-ს ისრაელიდან ჩამოსული კონსულტანტი ვერ უშველის - ვაშაძე
"ოცნების" რუსულ დნმ-ს ისრაელიდან ჩამოსული კონსულტანტი ვერ უშველის - ასე ეხმაურება საარჩევნოდ, "ოცნების" მიერ ისრაელი პოლიტ-ტექნოლოგის მოშე კლუგჰაფტის საქართველოში დაბრუნებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ვაშაძის თქმით, მმართველ გუნდს 2024 წლის არჩევნების ძალიან ეშინია და სწორედ ამ მიზნით ჩამოჰყავს ქვეყანაში ბევრი კონსულტანტი.
ბევრი კონსულტანტი ჩამოიყვანეს, იმიტომ, რომ ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ. ერთხელ უკვე ხალხმა მათი ტყუილები ნახა, მათ შორის მოშესთან ერთად შემუშავებული და დარწმუნებული ვარ, ეს ტყუილები ვეღარაფერში ვეღარ წაადგებათ.
"ოცნება" ყველა სიბინძურეს ხელს მოკიდებს და გამოიყენებს. მათ რუსულ დნმ-ს კარგად ვიცნობთ და რუსულ დნმ-ს ვერ ისრაელიდან ჩამოსული კონსულტანტი უშველის და ვერც ვერცერთი ქვეყნიდან",- განაცხადა ვაშაძემ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“