ჩემი სურვილია, საქართველო ერთპარტიული მმართველობისგან გათავისუფლდეს - სვენ მიქსერი
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის და რეგიონში არსებული სხვა ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, რეგიონში რუსეთმა ტავისი სასტიკი ზრახვების განსახორციელებლად წმინდა ადგილი არ დატოვა.
მე შემიძლია გამოვხატო ჩემი პირადი პოზიცია რეგიონში პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ფართოდ ახდენს გავლენას ევროპის უსაფრთხოებაზე. ამ სტრატეგიულ რეგიონში რუსეთმა არ დატოვა წმინდა ადგილი მისი სასტიკი ზრახვების და ამბიციების განხორციელების გარეშე, ამიტომ ვფიქრობ, რომ მდგრადი უსაფრთხოება რეგიონში იქნება გარანტია ამა თუ იმ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ამას არ აქვს ალტერნატივა თუ ამ ქვეყნებს ნამვდილად არ სურთ, იყვნენ რუსეთის სასტიკი გავლენის გარეშე, - ამბობს ევროპარლამენტარი.
სვენ მიქსერი პირდაპირ ამბობს, რომ ევროპულ ღირებულებს პატივი ყველა მხარემ უნდა სცეს, თუმცა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაინც ძალაუფლების მქონე მმართველ პარტიაზეა. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ სწორი იქნება, თუ საქართველოში კოალიციური მმართველობა ჩამოყალიბდება.
ყველა მხარემ უნდა სცეს პატივი ევროპულ ღირებულებებს, იქნება ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტია, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვისაც აქვს პოლიტიკური ძალაუფლება. ჩემი სურვილია, რომ საქართველო გათავისუფლდეს ერთპარტიული მმართველობისგან და წავიდეს პატარა აკომპრომისზე, ორიენტირებულ კოალიციურ მმართველობაზე, - განაცხადა სვენ მიქსერმა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“