"ოცნების" საარჩევნო კამპანია ბალღამის ნთხევაზე იქნება დამოკიდებული - ბუაძე მოშე კლუგჰაფტის ჩამოყვანაზე
"ოცნების" საარჩევნო კამპანია სწორედ ბალღამის ნთხევაზე იქნება დამოკიდებული - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი საბა ბუაძე "ოცნების" მიერ საარჩევნოდ მოშე კლუგჰაფტის საქართველოში ჩამოყვანას.
ბუაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა პოლიტიკურ სვლას აკეთებს რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით და სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ისრაელი პოლიტ-კონსულტანტის აქტიური შემობრუნება აქტიურ კამპანიაში
ხელისუფლება, რომელიც არის რუსეთის სამსახურში, ყველა პოლიტიკურ სვლას აკეთებს რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით და სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ამ ადამიანის აქტიური შემობრუნება აქტიურ კამპანიაში. ამ ხელისუფლებას არაფერი აქვს ხელისუფლებისთვის სათქმელი. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის ხალხის დაყოფა, პოლარიზაცია და სიძულვილით საუაბრია, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ "ოცნების" სამომავლო საარჩევნო კამპანია სწორედ აი ამ ბალღამის ნთხევაზე იქნება დამოკიდებული" - განაცხადა საბა ბუაძემ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“