20:00 საათი პრეზიდენტის სასახლე - ვინ მივა ზურაბიშვილის დაგეგმილ შეხვედრაზე?

13.12.23 12:26
20:00 საათი პრეზიდენტის სასახლე - ვინ მივა ზურაბიშვილის დაგეგმილ შეხვედრაზე?

20:00 საათი პრეზიდენტის სასახლე - ზუსტად 9 საათში მოვლენების ეპიცენტრი ათონელის რეზიდენცია გახდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასახლეში ყველა პოლიტიკურ ლიდერს ელოდება, თუმცა ზურაბიშვილი ევროპულ კამპანის "ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა. მმართველი პარტია პრეზიდენტთან არ მივა.

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი ახლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების წარმატების მიწერას ცდილობს, რაც არ გამოუვა. 

ის, რომ მიხვდა, რომ ახლა, კანდიდატის სატატუსტან დაკავშირებით ევროპამ დაინახა ხელისუფლების მუშაობა და ამას აფასებს, ახლა უნდა, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ თქვა, გაშლილ სუფრას მიუჯდეს და თამადობაც მოინდომა და ასე არ ხდება. საქართველოს საზოგადოება მიიღებს სუფრაზე იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ სუფრის გაშლაში და ზურაბიშვილი კი არ მონაწილეობდა სუფრის გაშლაში, პირიქთ, აფერხებდა ნებისმიერ პროცესს საქართელოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ის, რომ ყვარყვარეს როლში ვინმე თვითონ ჩაუდგეს ჯარს სათავეში,  არავის გამოუცა, იმიტომ, რომ საქართველო მიის იმ გზით, რა გზაც მოიწონა ევროკავშირის ელჩმაც, ევროკომისიის პრეზიენტმაც, - ამბობს მაჭარაშვილი. 

ამის მიუხედავად, ორბელიანის სასახლეში  მისვლას "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და პარლამენტის თვამჯდომარეები გეგმავენ. შეხვედრაზ მივა ნაცმოძრაობაც. ოპოზიციური პარტია აანონსებს, რომ ღონსიძიებაზე პრეზიდენტს სააკაშვილის წერილსაც მიუტანენ.

პრეზიდენტის დაგეგმილ ღონისძიებას მიესალმებიანს ხვა ოპოზიციური პარტიებიც. 

პოლარიზების დასრულების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ოლიტიკოსებს და ადამიანებს შეუძლიათ ერთამენთთან მშვიდად საუბარი და ერთ სივრცეში კონფლიქტის, გაუგებრობის, პროპაგანდის, ძალადობის გარეშე ყოფნა. ჩვენი სრულიად მზად ვართ, ნებისმიერი ფორმატის თანამონაწილე იყოს "ლელო" თუ ეს შეეხება ევროინტეგრაციას, პოლარიზაციის დასრულებას და ევროინტეგრაციის პროცესის მხარაჭერას, რომელშიც ახლა სალომე ზურაბიშვილი იმყოფება, - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. 

ჯერჯეორბით უცნობია, რას იზამს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი და მივა თუ არა ის ზურაბიშვილის დაგეგმილ შეხვედრაზე. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ პეტიციას ხელს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის შემეგ მოაწერდა. 

მსგავსი სიახლეები