"კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის კრახი და საცობების ქალაქად ქცეული თბილისი" - ოპოზიცია პრობლემის გადაჭრაზე მსჯელობს
საცობების ქალაქად ქცეული თბილისი - კახა კალაძის სატრანპროტო პოლიტიკამ კრახი განიცადა, გადაადგილება თბილისში შეუძლებელია. ყველგან ავტომობილების დიდი რიგი და გაუვალი საცობებია - ამ თემაზე დილიდან ოპოზიცია ექსპერტებთან ერთად მსჯელობს. შეხვედრაზე საგანგებო განცხადება გააკეთა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლდიერმა გიორგი ვაშაძემ და თქვა, რომ მათი მიზანი სატრანსპორტო პრობლემის გადაჭრაა.
ოპოზიცია ამ პრობლემის გადასაჭრელად თბილისის მერთან შეხვედრაზეც კი თანახმაა, თუმცა მათი განცხადებით, კალაძის მხრიდან სრული იგნორია ამ საკითხზე.
კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ, სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო თბილისი. რეალობა არის გაუთავებელი საცობები, ადამიანები საათობით საცობებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაჭედილი, მეტროში ადგილი არ არის, ავტობუსშ ადგილი არ არის, ადამიანები სამსახურში ვერ მიდიან. მართლა გაუსაძლისია ქალაქში ცხოვრება. ეს მოიტანა კალაძის ქაოტურმა კამპანიამ. ჩვენ, მისი გამოძახილის მიუხედავად შევთავაზეთ რომ მზად ვიყავით მივსულიყავით კალაძესტან შეხვედრაზე, დღესაც მზად ვრთ. თუ ის გადაწყვეტს, რომ მართლა უნდა თბილისზე ზრუნვა მზად ვართ მივიდეთ, მაგრამ იგნორირებაა მისი მხრიდან. დღეს წარმოდგენილი იქნება დასკვნა ექსპერტების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა მძიმე ვითარებაა თბილისში, სატრანსპორტო პოლიტიკის და საცობების კუთხით. ინფორმაცია, რომ 600 ავტომობილი ერთიანად იქოქება, ეს არის ტყუილი. საშუალოდ, ევროპაში ორჯერ მეტია მანქანების რაოდენობა, ვიდრე საქართველოში და ევროპაში გაწევრიანების შემდეგ კიდევ უფრო გაორმაგდება და მერე რას ვშვებით? გავჩერდეთ საერთოდ? ამან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ქალაქის ეკონომიკა, მობილობა, რაც თბილისში არის უმძიმეს ვითარებაში. ამიტომ დღეს ჩვენ ვიხილავთ დასკვნას, რომელიც არის წარმოდგენილი ქალაქში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე. მზად ვართ ღუია დისკუსიისთის. ყველა უნდა ჩავერთოთ, რომ მაქსიმალურად მალე გადაწყდეს ეს საკითხი",- განაცხადა ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვასო ურუშაძის თმით, კი სატრანსპორტო კოლაფსის აღმოსაფხვრელად ჯერ პრობლემის აღიარება საჭირო.
კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკა ჩავარდა და განიცადა კრახი. ამას სჭრდება პრობლემის აღიარება და გადაჭრა. ჩვენი მიზანია თბილისში ურბანული სატრანსპორტო პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას", - განაცხადა ვაშო ურუშაძემ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“