გინტურის მკვლელობა და უკანონო გატაცებები - ერგნეთში შეხვედრა იმართება

13.12.23 12:43
გინტურის მკვლელობა და უკანონო გატაცებები - ერგნეთში შეხვედრა იმართება

თამაზ გინტურის განსაკუთრებული სისტიკით მკველელობა, ცემით მოკლული თემურ კარბაიას საქმე და საოკუპაციო რეჟიმის დაუსჯელი წარმომადგენლები  - ამ თემებზე, სავარუდოდ, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომაზე ისაუბრებენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სერიული მკველობების  შემდეგ  პირველად გაიმართება. შეხვედრაზე საუბრი შეეხება უკანონოდ გატაცებულ და დატყვევებულ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მარიონეტულ რეჟიმს ახლაც ცხინვალის ციხეებში ჰყავს გამოკეტილი. ასეთი ამ ეტაპზე სულ 5 მოქალაქეა, ვინც ოკუპანტებმა საკუთარი ბაღებიდან არ არსებული ე.წ. სასაზრო ზოლის გადაკვეთის გამო გაიტაცეს.

შეხვედრის მთავარი თემა გახლავთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი. გარდა ამისა, ვისაუბრებთ შეხვედრებს შორის პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, ვგულისმობთ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს და ასევე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. რომ მოხდეს მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება და ყველაზე ლოგიკური გზა არის მკვლელების გადმოცემა. მკვლელები იენტიფიცრეულები არ არიან, ვინაიდან ოქროს მოწმემ ისინი ვერ ამოიცნო. დაფიქსირდა 37 შემთხვევა უკანონო დაკავებების, რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, დაფიქსირებული 5 ფაქტი, - ამბობს სუსის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

 

მსგავსი სიახლეები