მადლობა უკრაინას და ევროპას! - ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტშია

13.12.23 13:11
მადლობა უკრაინას და ევროპას! - ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტშია

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტშია. ურსულა ფონ დერ ლაიენი სტრასბურგში დებატებს ესწრება, რომელსაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების წინ ევროდეპუტატები აწყობენ. ის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ომში მყოფი ქვეყნის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია.

მინდა, ვფოკუუსირდე გაფართოების საკითხზე. 2 წლის წინ განვიხილავდით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, ადამიანებს, რომლებიც გახდნენ ლტოლვილები, ბუჩა გვახსოვს, ყველაფერი, რაც პუტინმა გააკეთა უდანაშაულო უკრაინელების მიმართ. ასევე გვახსოვს სინათლე, რომელიც ამ ბნელ დღეებში იყო: უკრაინელების ბრძლა და სოლიდარობა მთელი მსოფლიოსი. მადლობა მინდა გავაუხადო უკრაინელ ხალხს და ევროპას, რომელიც გახდა ერთიანი. თქვენ მათ იმედი შეუნარჩნეთ. ახლა ზამტარი მოდის უკრაინისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ამბბდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეშ დაემხობოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. უკრაინა დგას. ათასობით რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინა მის გზაზე დგას ევროკავშირის წევრობაზე. უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს უკრაინს მხარდაჭერა. ის მხოლოდ უკრაინისთვის არ იბრძის, არამედ რვოპისთვისაც. გაფართოების საკითხზე აჩვენა პროგრესი, რეფორმების დიდი ნაწილის შესრულება. უკრაინა ისევ აგრძელებს მუშაობას ანტიკორფციულ კანონზე და უმცირესობებზე. უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად პატივს სცემენ ისინი ევროპულ ღირებულებებს. უკრაინის დაფინანსების სტაბილურობა უნდა ვუზურნველყოთ, მივცეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, რომ იყვნენ ძლიერები, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

გადამწყვეტი დებატები ევროპარლამენტში - ერთ საათში ევროდეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც მათ შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში ევროპარლამენტარები მხარს საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობას უჭერენ და ამბობენ, რომ საქართველოს უკრაინის და მოლდოვას გაწევრიანება რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები