უნგრეთს შეუძლია მოხსნას უკრაინის სახსრებზე ვეტო, თუ EU მთელ გაყინულ თანხებს განბლოკავს - ორბანის თანაშემწე
უნგრეთი მზადაა გააუქმოს თავისი ვეტო უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარების ახალ პაკეტზე, თუ ბრიუსელი დათანხმდება ყველა თანხის განბლოკვას, რომლებიც გაყინულია უნგრეთში კანონის უზენაესობის შესახებ შეშფოთების ფონზე. - ამის შესახებ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა განაცხადა.
ევროპელი ლიდერები კვირის ბოლოს, სამიტზე აპირებენ ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებას უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და 50 მილიარდი ევროს, ოთხწლიანი დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ. "პოლიტიკო" წერს, რომ პირველ რიგში, მათ უნდა გადალახონ უნგრეთის წინააღმდეგობები ორივე თემაზე.
"უნგრეთის ევროკავშირის და უკრაინის დაფინანსება ორი განსხვავებული საკითხია. მაგრამ თუ ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის შესწორებული ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს, მაშინ ეს ორი საკითხი ერთმანეთს უკავშირდება", - უთხრა ბალაშ ორბანმა "ბლუმბერგს" სამშაბათს.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“