უკრაინა არის პრიორიტეტი! - პასკალ იგნასიო ნავარო როისა
უკრაინა არის პრიორიტეტი! - ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის საპარლამენტო მდივანმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა. პასკალ იგნასიო ნავარო როისა მიიჩნევს, რომ ომში მყოფ ქვეყანას დიპლომატიური, პოლიტიკური, სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება.
ამასთან, მაღალჩინოსანი მნიშვნელოვან საკითხებს შორის ევროკავშირის გაფართეობის საკითხსაც ასახელებს.
ხვალ და პარასკევს ევროპულ კომისიას ექნება შეხვედრები. ევროპული კომისიის დღის წესრიგში მთავარი საკითხები იქნება რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გაფართოება და სამხედრო დახმარება. უკრაინა არის პრიორიტეტი. ის უკვე მეორე ზამთარს გადის ომში და მას სჭირდება დიპლომატიური, პოლიტიკური, სამხედრო მხარდაჭერა. განვიხილავთ დახმარებას და ეს მნიშვნელპვანია მშვიდობისთვის. ასევე, დღის წესრიგში მთავარ ადგილს იკავებს გაფართოების საკითხი. ევროპულ კომისიას ექნება დებატები გაფართოებაზე, მომავალ წევრებზე და ევროკავშირის მზაობაზე გაფართოების შესახებ. ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ მომდევნო ნაბიჯები. მნიშველოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და რეფორმებზე მსჯელობა, რომელიც მისაღებია, - განაცხადა პასკალ იგნასიო ნავარო როისამ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“