კობახიძე საარჩევნოდ "სისხლიანი ბანერების" კვლავ გამოყენებას არ გამორიცხავს
ირაკლი კობახიძე საარჩევნოს "სისხლიანი ბანერების" კვლავ გამოყენებას არ გამორიცხავს - "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ "სისხლიანი ბანერების" იდეა ძალიან წარმატებული იყო, რადგან ხალხში მუდმივად იყო "ნაცმოძრაობის" სახის შეხსენება, სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე შესაძლოა, ეს იდეა კვლავ გაიმეორნ, რათა საზოგადოებამ გადამწყვეტ არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
ერთ-ერთი იყო მათი რჩევა, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ და დაგვეხმარა შედეგის მიღებაში. ეს სისხლიანი ბანერები ძალიან კარგად ასახავდა "ნაცმოძრაობის" სახეს, თუმცა მოშეს იდეა ეს პრინციპში არ იყო. ანუ სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა ეს იდეა. ეს იდეა ძალიან წარმატებული იყო, რადგან ხალხში მუდმივად იყო "ნაცმოძრაობის" სახის შეხსენება.
შეიძლება დაგვიჭირდეს ისევ (სისხლიანი ბანერები), იმიტომ, რომ საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი "ნაცმოძრაობას", იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში".- ამბობს კობახიძე.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ოპონენტებს დემონიზება არ სჭირდებათ", რადგან მათი კამპანია "ისედაც ძალადობასა და ეროვნული ინტერესების ღალატზეა დაფუძნებული".
რა დემონიზება სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას? შევხედოთ, ვინ არის რადიკალური ოპოზიცია - ოპოზიცია, რომელსაც მართავენ ოლიგარქები, ოპოზიცია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, ოპოზიცია, რომელიც დაფუძნებულია ეროვნული ინტერესების ღალატზე, მეტი რა დემონიზება სჭირდებათ, გარდა იმისა, რასაც თვითონ უკეთებენ საკუთარ თავს. თვითდემონიზების პროცესში არიან. არც პიარ-ტექნოლოგი სჭირდება ამას, არც ჩვენი რაიმე ბიძგი და წახმარება",- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნება“ ქვეყნაში მოშე კლუგჰაფტს აბრუნებს. პოლიტ ტექნოლოგთან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისი "სისხლიანი ბანერებით" ააჭრელა და არჩევნების დროს სიძლვილის ენას იყენებდა, "ოცნებამ" კონტრაქტი უკვე გააფორმა.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ მოშე კლუგჰაფტი "სისხლიანი ბანერების" ავცტორი არ ყოფილა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“