კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა - ვასო ურუშაძე
თბილისი საცობების ქალაქად გადაიქცა - დედაქალაქში ავტოტრანსპორტით გადაადგილება წარმოუდგენელი ხდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა პიკის საათებში, როდესაც ქალაქი, ფაქტობრივად, დგას.
ოპოზიცია ამბობს, რომ მიზეზი კახი კალაძის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკაა, ამიტომ დილიდან "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები პრობლემას ექსპერტებთან ერთად განიხილავენ. შეხვედრაზე საცობებისგან დედაქალაქის გათავისუფლების საკუთარი გეგმაც წარმოადგინეს.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვასო ურუშაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკამ ფიასკო განიცადა, რასაც დედაქალაქში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი ადასტურებს.
კვლევის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თბილისის მერის, კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ განიცადა კრახი, ამას ადასტურებს ჩვენი ანალიზი, ექსპერტების მოსაზრებები და ამას ადასტურებს ის მძიმე რეალობა, რომელიც შექმნილია დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის სახით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თბილისს გააჩნდეს რეალური ხედვა, ურბანული სატრანსპორტო განვითარების გეგმა, რომელიც ამ პრობლემებს თანმიმდევრულად მოაგვარებს და იქნება სწორი პრიორიტეტები. ჩვენ გავხსენით დისკუსია, დავიწყეთ კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისო დონეზე და გვექნება სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც დავდებთ განვითარების სტრატეგიას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონახაზი, ხედვა, თუ რა უნდა იყოს დედაქალაქში პრიორიტეტი იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც არის შექმნილი. მაშინ, როდესაც თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მთავარი გამოსავალი არის მხოლოდ საავტობუსო, ე.წ. ბასლაინების მოწყობა, არის მცდარი მოსაზრება და ჩიხისკენ მიმავალი გზა.
თბილისში არსებული მემკვიდრეობა, ისტორიული ქალაქი, საბჭოთა მემკვიდრეობა და განუკითხაობის, ანუ არასწორი განაშენიანების 30 წლიანი მემკვიდრეობა, სამწუხაროდ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ნაწილში მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული, მნიშვნელოვანია რელსიანი ტრანსპორტის განვითარება, ეს არის: მეტროპოლიტენი, ტრამვაი, საბაგირო ტრანსპორტი და მნიშვნელოვანია კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება, ეს არის ხიდების მშენებლობა მტკვარზე, დამატებითი ესტაკადების შექმნა, მაგრამ პრიორიტეტი უნდა იყოს უცვლელი, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მაგრამ არა მხოლოდ საავტობუსო, არამედ ძირითად შემთხვევაში ეს უნდა იყოს რელსიანი ტრანსპორტი. ამ სტრატეგიას სჭირდება განხორციელება, კონკრეტული დონორების მოძიება, კონკრეტული გეგმების შემუშავება, რომლისთვისაც ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გამარჯვების პლატფორმა“ მზად ვართ და კახი კალაძე, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთია, რომელიც არ აღიარებს თავის შეცდომებს და არ აღიარებს იმას, რომ მან არასწორი სტრატეგია აირჩია დედაქალაქში, ჩვენი პლატფორმა ღიაა მანამ, სანამ ჯერ კიდევ დაგვრჩენია იმის დრო, რომ ჩვენი დედაქალაქი გადავარჩინოთ", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“