პრემიერის წლიური ანგარიში კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს - რისთვის ემზადება ღარიბაშვილი

13.12.23 13:35
პრემიერის წლიური ანგარიში კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს - რისთვის ემზადება ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ორშაბთს ანგარიშს წარადგინეს, თუმცა არა პარლამენტსა და არა სამუშაო სივრცეში - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ პრემიერის მოხსენება კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს სპეციალურად დაამთხვიეს. 

პრემიერმა თავად დააანონსა მთავრობის სხდომაზე, რომ იგეგმება ამ დღეს აღნიშვნა სათანადოდ, სახალხოდ აღნიშვნა და შესაბამისი ღონისძიება იქნება ორგანიზებული მთავრობის მხრიდან. საუბარია საყოველთაო ანგარიშზე, რომელსაც პრემიერი წარადგენს კალენდარული წლის ბოლოს. თქვენ გახსოვთ, შარშან მაგალითად, ასეთი ღონისძიება ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა თბილისში, ფართო საზოგადოება ესწრებოდა ამ ანგარიშს, ალბათ, მსგავსი ფორმატით დაიგეგმება ეს ღონისძიება," - აღნიშნა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ეს თარიღი  კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების  მტკიცებით,  პრემიერმა სპეციალურად შეარჩია, რადგან ღარიბაშვილს სურს თქვას, რომ სტატუსი მისმა გუნდა დაიმსახურა.

იმ ფონზე, როდესაც უბრალოდ, არ ვიცი, გაუბედურებულია საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან, უმუშევრობისგან, უპერსპექტივობისგან და ყოველი მეექვსე გარბის და მათ ადგილს იკავებენ რუსები, ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრს ძალიან მძიმე დღე ელოდება პარლამენტში მისი მოსვლის დროს. არ ვიცი, შეიძლება "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ თუ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს შექმნის იმ ფონს, რომ ღარიბაშვილი შეძლებს რბილად გადაატაროს პარლამენტში მისი ანგარიშით წარსდგომა," - განაცხადა სამადაშვილმა.

გახარიას გუნდის წევრების განცხადებით კი პრემიერი სტატუსის მიღებას საკუთარ თავზე მიიწერს, ოპოზიციას გალანძღავს და პიარისთვის გამოიყენებს: 

როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მოდის, ის ტრიბუნას ყოველთვის იყენებს 15 წლის წინანდელ წარსულზე სასაუბროდ და ეს მოლოდინი მაქვს, რომ ისევ 15 წლის წინანდელ წარსულზე გაგვესაუბრება, მაგრამ მთავარი მიზანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ გამოაცხადოს, ეს არის მისი პერსონალური დამსახურება, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პრემიერი გაზაფხულზე უნდა მოვიდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კეთდება პირადი მიზნებისთვის, დარწმუნებული ვარ ამაში და ეს უკავშირდება კანდიდატის სტატუსს," - აღნიშნა ბუჩუკურმა.

რა ფორმატში მოხდება ანგარიშის წარდგენა ან სად მივა პრემიერი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები