ხალხს სჭირდება ეფექტური ევროკავშირი, თუ პუტინს მივცემთ საშუალებას გაგვანადგუროს, მძიმე შედეგი დადგება - რასა იუნკევიჩი
ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩი უნგრეთის პრემიერს უკრაინის წინააღმეგ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და ევროკომისიის იურისტებს მოუწოებს, გამონახონ სამართლებრივი გზები ორბანის შესაჩერებლად. ამის შესახებ მანევროპარლამენტში ებატების დროს ისაუბრა.
ევროპარლამენტარი პირდაპირი ამბობს, რომ ორბანი ახლა პუტინის დავალებით მოქმედებს და ეს ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას.
ეს დღეები მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და ჩვენთვის. ყველა შეხვედრაზე მეკითხებიან, რა მოუვიდათ უნგრელებს? ვისთვის მუშაობს ორბანი, პუტინისთვის? და რატომ არაფერს აკეთებთ მის შესაჩერებლად? ფიქრობენ, რომ ევროკავშირი ნადგურდება ამ ყველაფრით. ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს, თუმცა ინსტრუმენტები ორბანის გასაჩერებლად სუსტია. ხალხს სჭირდება ეფექტური ევროკავშირი, ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ პუტინს ისევ მივცემთ საშუალებას გააგრძელოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირის განადგურება, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. არ მჯერა, რომ უნგრელი ხალხი მისცემს პუტინს გამარჯვების საშუალებას. ევროკომისიას მოვუწოდებ, ჩვენმა იურისტებმა უნდა მონახოთ სამართლებრივი გზები ამ ესტრუქციის შესაჩერებლა, - განაცხადა რასა იუნკევიჩმა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“