"ოცნება" სასოწარკვეთილებაშია, ვფიქრობ ვნახავთ, ძალიან აგრესიულ საარჩევნო კამპანიას - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ოცნება" სასოწარკვეთილებაშია და სწორედ ამიტომ ჩამოჰყავს საარჩევნო კაპმანიისთვის საქართველოში ისრაელიდან პოლიტ-კონსულტანტი მოშე კლუგჰაფტი.
სამადაშვილი ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებში მმართველი გუნდი ძალიან აგრესიულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, თუმცა იმაშიც დარწმუნებულია, რომ ეს აგრესიული, პოლარიზებისკენ მიმართული კამპანია საბოლოოდ დაასრულებს თავად "ოცნებას".
სასოწარკვეთილებაში არის რეალურად "ქართული ოცნება". როდესაც 10 მოქალაქიდან 2 აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გამოხატავს მათ ინტერესებს, თავად გესმით, რომ მათ შანსი იმის, რომ მოიგონ ასე ვთქვათ, სამართლიანი არჩევნები, ფაქტობრივად, არ აქვთ. ამიტომ ჩვენ ვნახავთ ვფიქრობ, ძალიან აგრესიულ, პოლარიზებაზე მიმართულ საარჩევნო კამპანიას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს აგრესიული, პოლარიზებისკენ მიმართული კამპანია საბოლოოდ დაასრულებს თავად "ქართულ ოცნებას", - აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნება“ ქვეყნაში მოშე კლუგჰაფტს აბრუნებს. პოლიტ ტექნოლოგთან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისი "სისხლიანი ბანერებით" ააჭრელა და არჩევნების დროს სიძლვილის ენას იყენებდა, "ოცნებამ" კონტრაქტი უკვე გააფორმა.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ მოშე კლუგჰაფტი "სისხლიანი ბანერების" ავცტორი არ ყოფილა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“