ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

13.12.23 13:56
ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს ვიორელ მოშანუს შეხვდა.

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები განიხილეს.

ხაზგასმით აღინიშნა ვიორელ მოშანუს და ზოგადად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის კუთხით გაწეული ძალისხმევა.

ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა მანდატის თანახმად, მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები