ნუგზარ წიკლაური "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ნუგზარ წიკლაური ტოვებს - განცხადება მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში გააკეთა. წიკლაურის თქმით, ახალი პოლიტიკური პარტია, რომლის რიგებშიც საკუთარ თავს მოიაზრებს, დამფუძნებელ ყრილობას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლს გამართავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახალმა მენეჯმენტმა პარტიის ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა.
ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა მმართველობამ, მისმა მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია, საკუთარი ტრადიციები. ვფიქრობ, რომ საკუთარ ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია. მას შემდეგ რაც მან უარყო საკუთარი ამომრჩეველიც და ის პრინციპებიცა და იდეალებიც, რაც ყოველთვის იყო მახასიათებელი, ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“...
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დავაფუძნებთ, პასუხობდეს მთავარს. სახელწოდებაზე მიმდინარეობს საუბარი. დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იქნება." - თქვა წიკლაურმა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“