კობახიძის თქმით, ბილბორდებზე ზურაბიშვილის ფოტოები მოშე კლუგჰაფტის რჩევით შეცვალეს

13.12.23 14:46
კობახიძის თქმით, ბილბორდებზე ზურაბიშვილის ფოტოები მოშე კლუგჰაფტის რჩევით შეცვალეს

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის ბილბორდების შეცვლა და მათზე "ოცნების" ლიდერების გამოსახვა მოშე კლუგჰაფტის იდეა იყო. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, უცხოელი პოლიტ-კონსულტანტის ეს რჩევა საბოლოოდ არჩევნების მოგებაში დაეხმარა სალომე ზურაბიშვილს.

"საინტერესო რჩევები ჰქონდათ მათ, რაც დაგვეხმარა შესაბამისი შედეგის მიღწევაში. მაგალითად, ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენით. რაც გავითვალისწინეთ, სასარგებლო აღმოჩნდა და დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში", - თქვა კობახიძემ.

გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნება“ ქვეყნაში  მოშე კლუგჰაფტს აბრუნებს. პოლიტ ტექნოლოგთან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისი სისხლიანი ბანერებით ააჭრელა და არჩევნების დროს სიძლვილის ენას იყენებდა, "ოცნებამ" კონტრაქტი უკვე გააფორმა. 

მსგავსი სიახლეები