"ქალბატონო თურნავა, ნუ გეშინიათ, რატომ არ ახსენებთ, ფარცხალაძის გვარს?" - გოცირიძის კითხვამ ზარქუას ბლოკბასტერი გაახსენა

13.12.23 15:17
"ქალბატონო თურნავა, ნუ გეშინიათ, რატომ არ ახსენებთ, ფარცხალაძის გვარს?" - გოცირიძის კითხვამ ზარქუას ბლოკბასტერი გაახსენა

ნათია თურნავას ანგარიში პარლამენტში - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დღეს ყველაზე მეტი კითხვა ფარცხალაძის დასაცავად მიღებულ რუსულ გადაწვეტილებაზე დაუსვეს.

დღეს ფარცხალაძე, რუსეთის აგენტი და სანქცირებული პირი, არის რუსეთის მოქალაქე. მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. დღეს რომ ყოფილიყო მისთვის დაწესებული სანქციები, რაც აშშ-ს მთავრობამ დააწესა, რა მითითებებს მისცემდით კომერციულ ბანკებს და როგორ მოიქცეოდით თქვენ? აიწ არმოვიდგინოთ, რომ აი ასეთი ტერორისტი, ჩვენი მოქალაქე მოქმედებს ერთ-ერთ სადღაც ქვეყანაში და მას აქვს ანგარიშები აქ და დააყადა, თქვენ დაელოდებით ქართლ გამოძიებას, როგორც საქართველოს მოქალაქის მიმართ?  - ჰკითხა "ევროოპტიმისტების" ლიდერმა, რომან გოცირიძემ თურნავას.

გოცირიძის კითხვებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან "ოცნების" დეპუტატს ირაკლი ზარქუას ბლოკბასტერი გაახსენა. "ოცნების" დეპუტატისთვის შოუს ნაწილია ყველა ის შეკითხვა, რომელიც ნათია თურნავას პარლამენტში დაუსვეს.

ბატონო რომან, შეეშვით ამ ბლოკბასტერებს რა. იგონებთ ხოლმე ამ რაღაცებს და თხზავთ რაღაცებს რა. ქალბატონო ნათია, დიდი მადლობა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აგენტობაში ბრალდებული ექს-პროკურორის სახელი კი, რომლის გამოც თურნავამ ბანკი დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არც ახსენა.

ქალბატონო ნათია, ნუ გეშინიათ, რატომ არ ახსენებთ, ფარცხალაძის გვარს? "- მიმართა გოცირიძემ თურნავას.

"რატომ არ ვახსენებ, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. იმიტომ არ ვახსენებ ბატონო რომან, რომ არცერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაციაც არ ეძღვნება არცერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს. ის პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ მეტად იყოს დაცული ჩვენი კონსტიტუცია",- განაცხადა თურნავამ.

 

 

მსგავსი სიახლეები