ზურაბიშვილი და საპარლამენტო არჩევნები - სალომე სამადაშვილის პოზიცია ცნობილია

13.12.23 15:18
ზურაბიშვილი და საპარლამენტო არჩევნები - სალომე სამადაშვილის პოზიცია ცნობილია

ზურაბიშვილი და საპარლამენტო არჩევნები - "ლელოს" პოზიცია ცნობილია - პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ პარტია მზად არის, თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც იზიარებს მათ ხედვას, რომ ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს არ აქვს არანაირი ალტერნატივა. 

სამადაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი ხელისუფლება მარტო დარჩეს: 

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ამ ქვეყანას მართავს დარჩეს მარტო, იზოლირებულად, ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი, თუნდაც ისეთი როგორიც არის პრეზიდენტი, რომელიც თავის დროზე არჩეული იქნა პრეზიდენტად "ქართული ოცნების" მხარდაჭერით, დატოვებს "ქართულო ოცნებას" მარტო და ღიად და გახსნილად ეტყვის ჩვენს ხალხს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენის გზა არის ერთადერთი და ეს არის რუსული რეჟიმის კრახით დასრულება მათი საარჩევნო პროცესში შემდეგ არჩევნებზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ქვეყნისთვის მომგებიანი და "ლელოს" პოზიცია თქვენ იცით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვას, რომ რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს არ აქვს არანაირი ალტერნატივა", - აღნიშნა სამადაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

 „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“.

 

მსგავსი სიახლეები