ბატონო ორბან, თქვენ ვერ გაიმარჯვებთ უკრაინის და მთელი ევროპის წინააღმდეგ - კუბილიუსი
ბატონო ორბან, თქვენ ვერ გაიმარჯვებთ უკრაინის და მთელი ევროპის წინააღმდეგ, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა უნგრეთის პრემიერს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ევროინტეგრაციას მხარს არ დაუჭერს.
ევროდეპუტატმა უნგრეთის პრემიერი ღალატში დაადანაშაულა და თქვა, რომ უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის მთელს ევროპას უღალატებს.
ხვალ პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავსირის გაფართოებაზე შეცვლის ევროპის მომავალს, მაგრამ თუ ორბანი გადაწყვეტს, დაბლოკოს საკითხი და მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასთან, ეს იქნება ღალატი, ღალატი უკრაინის იმ ხალხის, ვინც დაიღუპა ქვეყნის და ევროპის დასაცავად, ვინც მისი ევროპული არჩევანითვის იბრძვის, ეს იქნება უკრაინაში უნგრელი უმცირესობის ღალატი, რომლებიც ორბანს სთხოვდნენ უკრაინის მხარაჭერას. ეს იქნება დასავლეთ ბალკანეთის ღალატი, რადგან სწორედ უკრაინის წყალობით დაიწყო გაფართოების ისტორიული პროცესი და ეს იქნება მთელი ევროპის ღალატი. ახლა სისუსტის დრო არ არის. ეს ყველაფერი ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს. ბატონო ორბან, თქვენ ვერ გაიმარჯვებთ მთელი ევროპის და უკრაინის წინააღმდეგ, - განაცხადა ანრიუს კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, რომ ევროაპრალამენტში გაფართოების შესახებ დოკუმენტის კენჭისყრა წუთი წუთზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“