დროა, ორბანმა გაიგოს, თუ უკრაინის საკითხს დაბლოკავს, ჩვენ მას "ტკბილეულს" არ მივცემთ - გლუკსმანი
უნგრეთის პრემიერი დღეს ევროპარლამენტში გამართული ებატების კრიტიკის მთავარი სუბიექტი იყო. ევრაპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროკომისიის პრეზიდენტს მოუწოდა, არ გამოიჩინოს სისუსტე და ორბანის პრორუსულ პოლტიკას საკადრისი პასუხი გასცეს.
ვლადიმერ პუტინი დღეს ალბათ იღიმის. მან ვერ მოახერხა უკრაინის მთლიანად განადგურება, თუმცა ევროკავშირთან მიმართებაში ის ამ მომენტში იმარჯვებს. სისუსტე აძლევს მას ამის საშუალებას. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ორბანის რეჟიმი. რატომ უნდა გავმართოთ მოლაპარაკებები და გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა? არა მხოლოდ სოლიდარობის გამო, ეს კონტინენტის მომავალს წყვეტს. მე რომ კომისიის პრეზიდენტი ვიყო, შევყწვეტდი სისუსტეს და ეს არის ის, რასაც ჩვენ ორბანთან მიმართებაში წლების განმავლობაში ვაკეთებდით. დროა, მან გაიგოს, თუ ის დაბლოკავს უკრაინის საკითხს, ჩვენ მას ტკბილეულს არ მივცემთ. ამით დაიმსხვრევა მისი ძალაუფლება, - განაცხაა რაფაელ გლუკსმანმა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“