ივანიშვილი საარჩევნოდ კვლავ ბინძური, ზიზღზე აგებული კამპანიით ფიქრობს ფონს გასვლას - ბოკუჩავა
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მოშე კლუგჰაფტის ჩამოყვანით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კვლავ ბინძური, ზიზღზე აგებული კამპანიით ფიქრობს ფონს გასვლას, ადგან უცხოელი პოლიტ-კონსულტანტი სწორედ უკიდურესაც მიუღებელ და ამორალურ მეთოდებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
არანაირი ევროპული გზის არჩევას ივანიშვილი წინასაარჩევნოდ არ აპირებს. ის კვლავ ბინძური, ზიზღზე აგებული, ნეგატიური კამპანიით ფიქრობს ფონს გასვლას ამ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნებზე. მოშე კლუგჰაფტი არის ის ადამიანი, რომელიც იდევნება, მათ შორის, არაკანონიერი საქმიანობის გამო ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში და იყენებს უკიდურესად მიუღებელ და ამორალურ მეთოდებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნება“ ქვეყნაში მოშე კლუგჰაფტს აბრუნებს. პოლიტ ტექნოლოგთან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისი სისხლიანი ბანერებით ააჭრელა და არჩევნების დროს სიძლვილის ენას იყენებდა, "ოცნებამ" კონტრაქტი უკვე გააფორმა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“