ჩვენი მიზანია, გადავცეთ მათ ქართველი ხალხის ნება - ხაზარაძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს
იმ დროს, როდესაც ევროპარლამენტარები რეზოლუციას ამტკიცებენ, ოპოზიცია ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს. უკვე მეორე დღეა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდებიან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები. უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართველებმა ევროპარლამენტარებს საკუთარი ხმა უნდა გააგონ, რაც ძალიან მნიშნელოვანია.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ახლა დასავლეთის კრიტიკის დრო არ არის. მისი თქმით, ნაცვლად ამისა, მთავრობა ახლა ევროპარლამენტარებთან მოლაპარაკებებს უნდა მართავდეს.
ამასთან, ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტარები ერთადერთ სწორ გამოსავლად კოალიციურ მმართველობას მიიჩნევენ.
ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს გადავცეთ ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ. ვუთხრათ, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ მოღვაწეობას და მათ მხარაჭერას და ამ პროცესს გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, "ქართული ოცნება" , რომელიც რუსულ ინტერესს ატარებს ჩვენს ქვეყანაში, მთელი ამხ ნის განმავლობაში აგრძელებს და აგრძელებდა ამ ადამიანების დემონიზებას და მათ შეურაცხყოფას. ევროპარლამენტარები და საერთოდ, ყველა პოლიტიკოსი ვისაც ჩვენ ვხვდებით, ელოდებიან, რომ შეიქმნას ძლიერი ცენტრი საქართველოში, ძლიერი ალტერნატივა, რომელიც დაასრულებს ორპოლუსიანობას საქართველოში და რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ჩვენი პოზიცია, ჩვენი პოზიცია სრულად ემთხვევა მათ პოზიციას, უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, ე.წ. შუას შეკრება უნდა მოხდეს, იმ ადამიანების, რომლებსაც არ უნდათ არც ერთი და არც მეორე ალტერნატივა და პოლუსი და საქართველომ უნდა დაამთავროს ეს კარჩაკეტილი 30 წლიანი წრედი. ამ საკითხში ჩვენ აბსოლუტურად ვემთხვევით ერთმანეთს. საქართველოს სჭირდება კოალიციური მმართელობა, საქართველოს სჭირდება ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა და საქართველოს სჭირდება შეთახნმება, საზოგადოების გაერთიანება, პოლარიზაციის დამთავრება, პროევროპული კურსის აღება და რაც მთავარია, კონკრეტული გეგმის გახორციელება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“