დემარშის ფორმა რას ემსახურება, ამაზე მოქალაქეები საკუთარ დასკვნებს გამოიტანენ, ეს არ ემსახურება ოპოზიციურ მიზანს - ბოკუჩავა
"ყოველდღიური დემარში და პროცესის იმგვარად პედალირება, რომ ეს იყოს განხილვის თემა, არ ემსახურება ოპოზიციურ მიზანს," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ნუგზარ წიკლაყრის მიერ ენმ-ის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რას ემსახურება ეს ყოველივე.
ეს ყოველდღიური დემარშის ფორმა, ამის საჯარო კომუნიკაციისთვის გამოყენება და პოლიტიკური პროცესის პედალირება იმგვარად, რომ ეს იყოს განხილვის თემა და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ვფიქრობ, არ ემსახურება იმ საერთო ოპოზიციურ მიზანს, რაც ყველა ოპოზიციურად განწყობილ, არამხოლოდ გამოცდილ, გამოუცდელ პოლიტიკოსსაც და მოქალაქესაც უნდა ამოძრავებდეს, როცა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი სულ რამდენიმე თვეში გეოპოლიტიკურ არჩევნებში.
წარსულშიც ვინ არ წასულა ან მოსულა, მაგრამ ასე ყოველდღიურად წვეთ-წვეთ, დემარშის ფორმა და ამაზე ბრიფინგის გამართვა, რას ემსახურება, ამაზე მოქალაქეები საკუთარ დასკვნებს გამოიტანენ," - განაცხადა ბოკუჩავამ.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ნუგზარ წიკლაური ტოვებს - განცხადება მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში გააკეთა. წიკლაურის თქმით, ახალი პოლიტიკური პარტია, რომლის რიგებშიც საკუთარ თავს მოიაზრებს, დამფუძნებელ ყრილობას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლს გამართავს.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“