ევროპარლამენტმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

13.12.23 16:36
ევროპარლამენტმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

468 მომხრე და 99 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპელმა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციას რეკომენდაციის ხასიათი აქვს, რადგან ევროპარლამენტს ევროკავშირის გაფართოების პროცესში ხმის უფლება არ აქვს.

საკითხს ორგანიზაციის სამიტზე 14-15 დეკემბერს განიხილავენ. ამასთან, თუ უნგრეთი უკრაინასთან მიმართებაში მოლაპარაკებების დაწყების საკითხს ვეტოს დაადებს, საქართველოს განაცხადი ავტომატურად "ჩავვარდება", - წერს საერთაშორისო მედია ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები