მომავალი არ აქვს ფრაზას, "ზურაბიშვილის ფიქრები პოლიტიკოსი ვიქნები"- "ხალხის ძალა"
მომავალი არ აქვს ფრაზას "ზურაბიშვილის ფიქრები პოლიტიკოსი ვიქნები" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პოლიტიკურმა გზავნილს.
გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი "როგორც პრეზიდენტი ვერ შედგა". "ხალხის ძალა" ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ლელოსთან", "გახარიასთან" და შესაძლოა, ნიკა მალიასთან გაერთიანდეს.
როგორც პრეზიდენტი ვერ შედგა, დაარღვია კონსტიტუცია, ვერ შედგა როგორც ხალხის რჩეული, აგინა საკუთარ საზოგადოებას. ვერ შედგა როგორც ევროპელი, რადგან ევროინტეგრაციას შეეწინააღმდეგა. მცდელობები ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ იქნება, მათ შორის, უცხოეთიდან. იმ უცხოური ძალების მხრიდან, რომლებმაც ვერ მოახერხეს ვერც მეორე ფრონტი და ვერც არეულობა ქვეყანაში, რომ ვთქვათ, იქ ზურაბიშვილი, გახარია, "ლელო", ლომჯარია რაღაცნაირად შეაკოწიწონ, მცდელობა იყოს ამის და როგორმე "ნაცმოძრაობა" ორი შექმნან. შეიძლება, მელიაც მიამატონ, ამის მცდელობა იქნება," - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
„რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“