პრემიერის ბრძანება - ახალი წელი რეგიონებში წელს სხვადასხვა დღეს დადგება

13.12.23 17:27
პრემიერის ბრძანება - ახალი წელი რეგიონებში წელს სხვადასხვა დღეს დადგება

ახალი წელი რეგიონებში წელს სხვადასხვა დღეს დადგება. პრემიერის ბრძანება ძალაშია. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონებში საახალწლო კონცერტები წელს ზოგან ახალ წლამდე, ზოგიერთ რეგიონში კი იანვრის დასაწყისში გაიმართება.

სამაგიეროდ, ტრადიცია არ იცვლება და წელსაც საახალწლო კონცერტებისთვის ათასობით ლარს ტენდერის გარეშე იმ კომპანიებს გადაუხდიან, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს.

განკარგულება, რომელიც ღარიბაშვილმა გამოსცა, არის მწვანე შუქი, რომ მუნიციპალიტეტის მერებმა საახალწლოდ დამატებითი ფული იშოვონ, ზოგმა "ოცნებაში" მიიტანოს, ზოგმა სახლში წაიღოს", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე.

ირაკლი აბესაძის განცხადებით კი საახალწლო ღონისძიებები სინამდვილეში პარტიული ღონისძიებებს უფრო ჰგავს, რადგან საზოგადოების ინტერესებზე გათვლილი არ არის.

გრაფიკი არის იმდაგვარად შედგენილი, რომ მუნიციპალიტეტებში ზოგი აღნიშნავს 23 დეკემბერს ახალი წლის დადგომას, ზოგი 2-3 იანვარს. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ რეალურად საუბარი არის არა ადგილობრივებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე, არამედ პარტიული ღონისძიებების ორგანიზებაზე ბიუჯეტიდან და გრაფიკიც ისე არის გაწერილი, რომ ყველგან შეძლონ პარტიულმა წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დასწრება", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ხელისუფლება  საახალწლო წვეულებებსაც კი ისე გეგმავს, როგორც საკუთარ პრივატულ ღონისძიებებს.

ეს ხელისუფლება საახალწლო წვეულებებსაც კი ისე გეგმავს, როგორც საკუთარ პრივატულ წვეულებებს და ამას უკავშირდება ყოველწლიურად ის ქაოსი, რაც საახალხლო ღონისძიებებს უკავშირდება. როგორც ჩანს, ახლა, სხვადასხვა თარიღებზე გადანაწილდნენ, იმისათის, რომ საკუთარი საჭიროებები დააკმაყოფილონ და არა ხალხის", - განაცხადა ბუაძემ.


 

მსგავსი სიახლეები