კარგი იქნებოდა, თუ ზურაბიშვილი უკვე ძაან მკაფიოდაც იტყვის, რომ ოპოზიციონერი ლიდერი იქნება - ელისაშვილი
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოპოზიციაშია. ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, "უფრო მკაფიოდ თქვას, რომ ის იქნება ოპოზიციონერი ლიდერი"
დღეს, სალომე ზურაბიშვილი, ანუ საქართველოს პრეზიდენტი არის ხელისუფლების ოპოზიციაში. შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამს, არ ვიცი, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ ის უკვე ძაან მკაფიოდაც იტყოდა, რომ ის იქნება ოპოზიციონერი ლიდერი და ასე და ამ ფორმით მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. ბოლო პერიოდში მისი პოზიცია მომწონს, ზუსტად ისე საუბრობს, რასაც მე ვფიქრობ ხოლმე და რისი თქმაც მე მინდა ხოლმე, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ბევრიც გააკეთა ამ მიმართულებით, ფაქტია. პირადად ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და არწმუნებდა, რომ ჩვენთვის სტატუსი მოეცათ," - აღნიშნა ელისაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
„რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“