რა მოხდება თუ პრეზიდენტი არჩევნებამდე გადადგება? - სერგო ჩიხლაძის კომენტარი
2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები - რას იზამს სალომე ზურაბიშვილი? "სტრატეგია აღმაშენებელში" მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურად სწორი არ იქნება, თუ პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე, ანუ არჩევნებამდე გადადგება.
სერგო ჩიხლაძის თქმით, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" და უმრავლესობაში მყოფი, როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში, აირჩევს ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველ კანდიდატს:
მე არ მგონია, რომ პოლიტიკურად ეს იყოს სწორი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ თუ ის გადადგება არჩევნებამდე გარკვეული ხნით ადრე ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" და უმრავლესობაში მყოფი, როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში, აირჩევს ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველ კანდიდატს, ანუ 5 წელი გარანტირებულად ეყოლებათ მათ სასურველი კანდიდატი. იქნება გარკვეული საჩუქარი გაკეთებული "ქართული ოცნებისთვის". მე ვფიქრობ, რომ ე.წ. შუაშისტურ პარტიებში უფრო წარმომიდგენია," - განაცხადა ჩიხლაძემ.
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
„რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“