მათი მხარდაჭერა სიყალბეა - ვოლსკი ევროპარლამენტარებზე
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ავტორებს "ქართული ოცნება" ისევ თავს ესხმის. გიორგი ვოლსკი კუბილიუსს და იუკნეჩიანეს გორბაჩოვის მიმდევრებად მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარების სიკეთეს ფასი არ აქვს.
სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, თუ ევროკავშირი საქართველოს სტატუსზე უარს ეტყვის, კიდევ ერთხელ გაცხადდება, რომ ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს.
კუბილიუსიც, იუკნეჩიენეც ყოფილი გარბაჩოვის პარტიის მიმდევრები და წევრები, რასაკვირველია, გაჰყვებიან იმ გზას, სადაც რეალურად იციან, რომ შედეგი დადგება, თორემ სიყალბეა მათი ყველანაირი მხარდაჭერა იმ ფონზე, რა განცხადებებიც მათ აქვთ გაკეთებული კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმიდან. ესაა ნაცმოძრაობა, რომელიც ჩამოდებულია ევროპარლამენტში. თუკი ევროპარლამენტი გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიძლება ზარალი მიადგეს, მის ინტერესებს, გადაწყვეტს, რომ თავის გზა გააგრძელოს, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი გააჩნია და ამ ინტერესის იქით არ მოქმედებს არანაირი სხვა სენტიმენტი, რომელიც შეიძლება იყო დამახასიათებელი დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკისთვის, - ამბობს ვოლსკი.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“