სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, უნგრეთი ჩვენი მხარდამჭერია - ზარქუა
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უცავს და ამტკიცებს, რომ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის ურყები მხარდამჭერია. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ერთმანეთში ხდება რაღაც პოლიტიკური ვაჭრობები, ხდება რაღაც პოლიტიკური დივიდენტების მიღება, ერთმანეთში რაღაც უთანხმოებების თუ პრობლემების, გამოწვევების დარეგულირება და ამაში ჩვენ ვერ შევალთ. ჩვენ ვიცით და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, უნგრეთი და მისი პრემიერ-მინისტრი ჩვენი მხარდამჭერია, ჩვენი ევროინტეგრაციის, ეს თვითონაც პირადად განაცხადა. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დიახ, კანდიდატის სტატუსს როგორც ევროკომისიისგან უკვე მოგვენიჭა, ევროპული საბჭოც მოგვანიჭებს, - ამბობს ზარქუა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“