ლამინირებული პირადობის მოწმობები არჩევნებზე - პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ფრიდონ ინჯიას წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.
ინიციატივა 79-ხმით მიიღეს და მის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, ასევე ლამინირებული მოწმობის გამოყენებით.